пятница, 14 июня 2013 г.
1 დღე
ძალიან მნიშვნელოვანი იყო იმის გააზრება თუ როგორ შეიძლება გამოვიყენოთ ტექნოლოგიები პროექტით სწავლების პროცესის ხელშეწყობისათვის ასევე როგორ დაეხმარება პროექტები მოსწავლეებს სასწავლო სტანდარტის მიღწევასა (ეროვნული სასწავლო გეგმის შედეგზე გასვლაში) და 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების განვითარებაში
ასევე ძალიან მნიშვნელოვანი იყო პროექტის გეგმის შაბლონის, პორტფოლიოს რუბრიკისა და პროექტის პორტფოლიოების ნიმუშების გაცნობა
ძალიან საინტერესო დღე იყო გმადლობთ.
2 დღე
მნიშვნელოვანი იყო მიზნების, სტანდარტების შემუშავება პროექტისთვის
• სასწავლო ამოცანების ჩამოყალიბება
• მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების ფორმულირება
• შევიმუშავეთ შეფასების სქემა, აქტივობების მიხედვით
საინტერესო იყო ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი კითხვების ჩამოყალიბება ასევე მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების რუბრიკის გამოყენება.
3 დღე
სანდოობა და საავტორო უფლებების დაცვა
წინარე ცოდნის შეფასება სტრატეგიები :
ჩამოვწერეთ სტრატეგიები ჩვენი პროექტისთვის რა სტრატეგიებს გამოვიყენებდით წინარე ცოდნის შესამოწმებლად (პრეზენტაციები)
ვიცი-მინდა ვიცოდე - ვისწავლე
ჩამოვწერეთ აქტივობები -გავაკეთეთ პრეზენტაციები :
რეკომენდაციების შემუშავება და შემაჯამებელი პრეზენტაციების მომზადება/წარდგენა
Подписаться на:
Комментарии к сообщению (Atom)
Комментариев нет:
Отправить комментарий